Thumbnail
  • ცსკა 92:76 ფენერბაჰჩე
  • თორნიკე შენგელიას გუნდი სერიაში 1:0 დაწინაურდა

ევროლიგის პლეი ოფის პირველი წრის (1/4 ფინალი) პირველ მატჩში მოსკოვის ცსკა-მ ფენერბაჰჩეს უმასპინძლა და 92:76 დაამარცხა. პირველი სამი მეოთხედი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მერე მოსკოველთა უპირატესობა აშკარა გახდა. 

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მან 19:44 წუთში გუნდს მხოლოდ 6 ქულა მოუტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზეა 2-2 მოხსნა, პასი და 1 დაფარება. თორნიკემ ბურთი 5-ჯერ დაკარგა და მან 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. ცსკა-ში 20-20 ქულა კლაიბერნმა და ჰაკეტმა ჩააგდეს. წაგებულთა შორის საუკეთესო ნანდო დე კოლო იყო - 27 ქულა. 23 აპრილს ცსკა ფენერბაჰჩეს სერიის მეორე მატჩში უმასპინძლებს, 28-ში კი თურქეთში მესამე დაპირისპირებაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები