Thumbnail
  • დინამო თბილისი 6:7 ვასპო-98 ჰანოვერი
  • გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი ლიგის TOP 8-ში გადიოდა

ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ჯგუფური ეტაპის მე-3 წრეში დინამო თბილისმა გადამწყვეტი მატჩი ითამაშა გერმანულ ვასპო-98-თან. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი ლიგის რვა საუკეთესო გუნდს შორის დაიბევებდა ადგილს. დინამო ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს იყო - მე-3 მეოთხედის ბოლოს 6:3-ს იგებდა, მაგრამ ამის შემდეგ ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა, 6:7 დამარცხდა და შანსი დაკარგა. 

პირველი ტაიმი 3:3 დასრულდა, დინამო თბილისში საუკეთესო იოვენ სარიჩი იყო, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა. მესამეში კი ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა, რომელიც, თითქოს, გადამწყვეტი ჩანდა. გამარჯვებული ჰანოვერის რიგებში საუკეთესო პეტარ მუსლიმი იყო, რომელმაც დინამოს კარში პოკერი შეასრულა. 

მე-3 ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს დინამო თბილისი ტელეკომ ბუდაპეშტს შეხვდება. დინამოს 9 თამაშიდან 2 მოგება 7 მარცხი აქვს. 

📺 დინამო თბილისი v ვასპო-98 ჰანოვერი [მიმოხილვა]

დინამო თბილისი 6:7 ვასპო-98 ჰანოვერი

გოლები: 0:1 რადოვიჩი (პენ), 1:1 სარიჩი, 1:2 მუსლიმი (პენ), 2:2 სარიჩი, 2:3 მუსლიმი, 3:3 სარიჩი, 4:3 ვაპენსკი, 5:3 მაგრაქველიძე, 6:3 მაგრაქველიძე, 6:4 ბრგულიანი, 6:5 მუსლიმი, 6:6 მუსლიმი, 6:7 ნაგაევი

დინამო თბილისი: რაზმაძე, ქავთარაძე, დადვანი, იმნაიშვილი, ბითაძე, იელეჩა, ადეიშვილი, სარიჩი (3), ტყეშელაშვილი, მაგრაქველიძე (2), ვასიჩი, ვაპენსკი

კომენტარები

ბოლო ამბები