Thumbnail

ვენგერი სუპერლიგაზე: ბედნიერი ვარ, ვიცოდი, ბოლომდე ვერ მივიდოდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მსოფლიოში ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ფეხბურთი ითამაშოს'
  • არსენ ვენგერმა სუპერლიგის ჩაშლის გამო კმაყოფილება გამოთქვა

ლონდონის არსენალის ყოფილი თავკაცი არსენ ვენგერი, რომელიც ამჟამად ფიფა-ს ფეხბურთის განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს, ევროპული სუპერლიგის ჩაშლილ პროექტს გამოეხმაურა. ცნობილია, რომ ფრანგი აღნიშნული ტურნირის მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო და მისი ფიასკოს გამო, კმაყოფილება არ დაუმალავს.

“ბედნიერი ვარ, რადგანაც ყველაზე მთავარი ისაა, რომ ერთ ორგანიზაციად დავრჩით, ფეხბურთს კი ძველი წესებით ვითამაშებთ. ამის გარანტორი ფიფა იქნება. ვალდებულნი ვართ, რომ ყველა კლუბის შენარჩუნება მოვახერხოთ. ჩვენს თამაშში ერთიანობა უმთავრესია და მისი დაცვა გვმართებს. მსოფლიოში ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ფეხბურთი ითამაშოს. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ასეთი პროექტები მხოლოდ სტრატეგიული იარაღი იყო, რათა უეფა-სთვის რაც შეიძლება მეტი წაერთმიათ. ამასთან, სუპერლიგის იდეა ძალიან მოუმზადებელი იყო. არ მჯეროდა, რომ ისინი ბოლომდე მივიდოდნენ. ყველანაირ სპორტულ პრინციპს ეწინააღმდეგებოდნენ და უბრალოდ კლავდნენ ეროვნულ ჩემპიონატებს, ამას კი, ქომაგი არასდროს შეეგუებოდა”.

🔗 მეტი ამ თემაზე

ევროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომელშიც არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. თუმცა, უკვე 48 საათში 5 კლუბმა სუპერლიგა დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები