Thumbnail

'ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის' - შოთა არველაძე სუპერლიგაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შოთა არველაძეს სუპერლიგის პროექტი არ მოსწონს
  • ქართველმა მწვრთნელმა თავისი მოსაზრება სოციალური ქსელით გაავრცელა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ სუპერლიგის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. შოთას თქმით, ფეხბურთი მთავარ ღირებულებას მაშინვე დაკარგავს, თუ ელიტური გახდება და საზღვრებს ჩაკეტავს.

"როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს", - წერს არველაძე.

როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს...

Posted by Shota Arveladze on სამშაბათი, 20 აპრილი, 2021

🔗 მეტი ამ თემაზე

ევროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომელშიც არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. კიდევ 8 მონაწილე კლუბი მოგვიანებით დასახელდება. ვარაუდობენ, რომ ტურნირი 2021 წლის აგვისტოდან დაიწყება, უეფა კი ამ კლუბებს ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები