Thumbnail
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
  • მეორე დღეს საჭიდაო ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე გავიდა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, სადაც მეორე დღეს საჭიდაო ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე გავიდა: ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთო კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავიდნენ.

ბექა ლომთაძე (61კგ) ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა მოჭიდავემ ბელარუს ძიმჩიკ რინჩინაუს 12:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი რუმინელი ლეომიდ კოლესნიკს 14:8 აჯობა და ფინალში გასასვლელად უკრაინელ ანდრი ჯელეპს შეხვდება.

ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) კარგად დაიწყო, თუმცა მეოთხედფინალში სლოვაკეთის სახელის მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვთან ბრძოლა წააგებინეს. კენჭაძემ ბრძოლა 5:6 დათმო. ის ახლა მეტოქის შედეგს ელოდება, თუ ტაიმურაზი ფინალში გავა, კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ნახევარფინალში გავიდა. მან ჯერ იტალიელ სიმონე იანატონის 11:0 სძლია, რის შემდეგაც პოლონელ სებასტიენ იეზერანსკის 5:1 სძლია და ფინალში გასასვლელად ბელარუს ალი შაბანაუს შეხვდება.

სამწუხაროდ, ირაკლი მწითურმა (92 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პირველივე ბრძოლები წააგეს. მწითურმა ბულგარელ ახმედ მაგამაევთან 2:5 წააგო, ხოლო პეტრიაშვილმა ბრძოლა ტაჰა აკგულთან 1:6 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები