Thumbnail

ჯანი ინფანტინო: შუალედი არ არსებობს, აქ იქნებით ან გარეთ რჩებით

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯანი ინფანტინო ევროპის სუპერლიგის შექმნას გამოეხმაურა
  • ფიფას პრეზიდენტი სუპერლიგას ეწინააღმდეგება და იმუქრება

ევროპის სუპერლიგის შექმნას ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გამოეხმაურა. ის ევროპის სუპერლიგის კატეგორიული წინააღმდეგია და ამბობს, რომ ფიფასა და უეფას მოწინააღმდეგეები შედეგს აუცილებლად მიიღებენ.

ინფანტინო ამბობს, რომ იმ გუნდებისთვის და ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ევროპის სუპერლიგას აირჩევენ, შუალედი არ იარსებებს.

''ყველაფერს გასაგებად ვიტყვი. ფიფა სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია. თქვენ ან ფიფასა და უეფაში ხართ, ან რჩებით გარეთ. შუალედი აქ არ არსებობს. თუ ვიღაცებს წასვლა სურთ, მაშინ შედეგებსაც უნდა ელოდონ'', - განაცხადა ინფანტინომ ევროპის სუპერლიგაზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის იდეა ევროპის 12 გრანდს ეკუთვნის. მათ შორის არ არიან ფრანგული და გერმანული კლუბები - ანუ, არც პარი სენ-ჟერმენი და არც მიუნხენის ბაიერნი ან დორტმუნდის ბორუსია. 12 დამფუძნებელი კლუბიდან 6 ინგლისის პრემიერლიგიდანაა, 3-3 კი ესპანეთის ლა ლიგიდან და იტალიის სერია A-დან. მათ დამფუძნებლის სტატუსით კიდევ 3 კლუბი უნდა შეუერთდეს, რომელთა ვინაობა ჯერ უცნობია.

აღნიშნულმა ფაქტმა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რასაც უამრავი სპორტსმენი გამოეხმაურა. ამ თემებთან დაკავშირებით ყველაფრის ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები