Thumbnail
  • გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პოსტი დატოვა.
  • გეგუჩაძე გუნდს თითქმის ორი წელიწადი ხელმძღვანელობდა.
  • დღეიდან ახალგაზრდული ნაკრების პოსტი ვაკანტურია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ფედერაციამ და მწვრთნელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს კონტრაქტი. 

"ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა. 

52 წლის სპეციალისტი ახალგაზრდულ ნაკრებში 2016 წლის იანვარში დაინიშნა. მან პოსტზე ალექსანდრე ჩივაძე შეცვალა.

გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 15 მატჩი ჩაატარა.

გუნდმა ცუდად დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს ნაკრები შინ პოლონეთთან (0:3), სტუმრად დანიასთან (2:5), სტუმრად ფარერის კუნძულებთან (1:3) წააგო, შინ დაუზავდა ფინეთს (2:2) და მოუგო ლიტვას (1:0). 

კომენტარები

ბოლო ამბები