Thumbnail
  • პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა
  • შესაძლოა, უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკულ ტურნეში წავიდნენ

პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, კარლოს ამადო და სილვა პორტუგალიის რაგბის კავშირის გადაცემაში სტუმრად მიიწვიეს. მან პორტუგალიური რაგბის განვითარებაზე ისაუბრა და ერთ საინტერესო თემასაც შეეხო, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებისთვის მნიშვნელოვანია.

კარლოს ამადო და სილვამ განაცხადა, რომ პორტუგალიის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ტურნირზე მიიწვიეს, სადაც მასპინძელი ნაკრების გარდა, საქართველოს, არგენტინისა და ურუგვაის 20-წლამდე ნაკრებები ითამაშებენ.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ საქართველოს 18-წლამდე ნაკრები შარშან პორტუგალიასთან და ურუგვაისთან ერთად სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო სასკოლო რაგბის ფესტივალზე იყვნენ მიწვეულნი.

ასაკობრივ ნაკრებებს პანდემიის გამო სერიოზული პრობლემები აქვთ. რაგბიში ასაკობრივი ტურნირები არ ტარდება. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულია წელსაც ვერ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე საქართველო უკვე წლებია ადგილს ინარჩუნებს და რამდენიმე ძლიერი ნაკრების დამარცხებაც მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები