Thumbnail

ჭიდაობა | ოდიკაძე დამარცხდა ნახევარფინალში, რომელსაც 5:0-ს იგებდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ.) ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლამდე ცოტა დააკლდა.

ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში თურქ სულეიმან კარადენიზს გაეჯიბრა და მართალია, 5:0-ს იგებდა, ძალიან დაიღალა და საბოლოოდ, 5:7 წააგო. 

შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ოდიკაძემ მაკედონიელი მაგომედგაჯი ნუროვი და ბელარუსი ალიაკსანდრ ჰუშტინი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ხვალ იჭიდავებს და მისი მეტოქე მოლდოველი რადუ ლეფტერისა და აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვის ორთაბრძოლაში გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები