Thumbnail

კენჭაძის მარცხი ნახევარფინალში - ის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნიკა კენჭაძე (79 კგ.) ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქის ვინაობა კი რეპეშაჟის დასრულების შემდეგ გაირკვევა. კენჭაძემ აღნიშნული შედეგი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აჩვენა, სადაც ტურნირმა სტარტი დღეს აიღო. ნიკამ ნახევარფინალი სლოვაკეთის სახელით გამოსულ ახსარბეკ გულაევთან ჩაატარა და 4:5 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ვალენტინ ბაბიის 10:5 სძლია, მეოთხედფინალში კი რუს მალიკ შავაევთან ურთულესი ბრძოლა გადაიტანა და ბოლო წამებზე 4:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ნიკა 2:3 მარცხდებოდა და 4-ქულიანი გდება განახორციელა, რუსებმა ბევრი აპროტესტეს და მსაჯებს შეფასება 2 ქულამდე ჩამოაყვანინეს, თუმცა, შავაევის დასამარცხებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ევროპის პირველობაზე პირველი მედლები 20 აპრილს გათამაშდება და შევიტყობთ, კენჭაძე კვარცხლბეკზე ასვლას მოახერხებს, თუ - ვერა. მისი მეტოქე ჩრდილომაკედონიელ დეიან მიტროვსა და სომეხ არმან ავაგიანს შორის უმჯობესი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები