Thumbnail

ახალ ტურნირს დასცინიან და აკრიტიკებენ - ინტერნეტის რეაქცია სუპერლიგის შექმნაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიო ფეხბურთში მთავარი სასაუბრო თემა ევროპული სუპერლიგის შექმნაა, რომელსაც მოწინააღმდეგე უფრო ბევრი ჰყავს, ვიდრე - მომხრე. რაც ყველაზე მთავარია, ევროპული გრანდების ახალ პროექტს მიუღებლად მიიჩნევენ ფეხბურთის უბრალო ქომაგები. სოციალურ ქსელში რეაქციებიც შესაბამისია. ყველასთვის ცხადია, სუპერლიგის მიზანი კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებაა, ამდენად, ახალ შეჯიბრს უკვე ჰიმნი და ბურთიც შეურჩიეს.

ზოგისთვის ისაა გაუგებარი, გრანდებს შორის როგორ მოხვდა ტოტენჰემ ჰოთსპური, რომელმაც სწორედ დღეს მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაითხოვა. სოციალურ ქსელში დასცინიან არსენალსაც, რომელსაც კარგი დროება ნამდვილად არ უდგას.

🔗 მეტი ამ თემაზე

სახალისო პოსტები სხვაც ბევრია, რაც ახალი ტურნირის ხელმძღვანელობისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ უნდა იყოს. მათ არსში გარკვევა რთული ნამდვილი არ უნდა იყოს.

მომხდარს გამოეხმაურნენ ის კლუბები, რომელთაც ევროპულ სუპერლიგამდე ძალიან ბევრი უკლიათ და ეს თავადაც კარგად ესმით. მაგალითად, ირლანდიურმა ბრეი უონდერერსმა ირონიული განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ახალ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. იხუმრეს მოსკოვის სპარტაკმა და ინგლისის ქვედა დივიზიონის კლუბებმაც. პათოსი ერთი იყო: ფეხბურთი გრანდებს მიღმაც არსებობს და ფანებს საგულშემატკივროდ თავიანთი თავი შესთავაზეს:

როგორი იქნება ინგლისის ნაკრები სუპერლიგის კლუბების ფეხბურთელების გარეშე:

და ალბათ, ყველაზე დასაფიქრებელი ბანერი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში არსებულ სიტუაციას ასახავს: "ღარიბების შექმნილი მდიდრებმა მოიპარეს".

კომენტარები

ბოლო ამბები