Thumbnail

'ეს იდეა ძალიან შორს ვერ წავა' - არსენ ვენგერი სუპერლიგაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არსენ ვენგერი ევროპის სუპერლიგას მხარს არ უჭერს
  • ფრანგი სპეციალისტის კომენტარი რევოლუციურ ცვლილებაზე

ლონდონის არსენალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად ფიფას ფეხბურთის განვითარებს განყოფილების უფროსმა არსენ ვენგერმა სუპერლიგაზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა. ფრანგი მიიჩნევს, რომ სუპერლიგის შექმნა ცუდი იდეაა.

"ვიტყოდი, რომ ეს ცუდი იდეაა. ფეხბურთი ერთიანი უნდა დარჩეს, ეს ყველაზე მთავარია. ის ემყარება სპორტულ პრინციპებს, ევროპული ფეხბურთის ისტორიის გათვალისწინებით. პირადად მე მჯერა, რომ ეს იდეა ძალიან შორს ვერ წავა", - უთხრა არსენმა Talk Sports.

🔗 მეტი ამ თემაზე

ვროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომელშიც არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. კიდევ 8 მონაწილე კლუბი მოგვიანებით დასახელდება. ვარაუდობენ, რომ ტურნირი 2021 წლის აგვისტოდან დაიწყება, უეფა კი ამ კლუბებს ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები