Thumbnail
  • იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ გრანდებს სუპერლიგის შექმნა სურთ
  • ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო ამ თემაზე ლაპარაკობს
  • აი, რას წერენ გავლენიანი სპორტული გამოცემები ორშაბათს

“რევოლუცია” და “ახალი ეპოქა” ევროპულ ფეხბურთში - ცნობილი სპორტული გამოცემების სათაურებში დღეს უმეტესად ეს სიტყვები იყო გამოყენებული. 12-მა გრანდმა ევროპის სუპერლიგა შექმნა და უეფას ომი გამოუცხადა. მათ შორის არ არიან გერმანული და ფრანგული გრანდები - მიუნხენის ბაიერნი, დორტმუნდის 

Daily Mail (დიდი ბრიტანეთი): “ექვსი ინგლისური გრანდი ევროპის ახალი სუპერლიგის სახით შეუერთდა რევოლუციურ მოძრაობას, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ომი გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებით ინგლისურ ფეხბურთს ორ ნაწილად გაყოფის საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პრემიერლიგამ კვირას ღამე აღნიშნულ კლუბებს აცნობა, რომ ამგვარ ახალ ტურნირს არ აღიარებს.”

The Guardian (დიდი ბრიტანეთი): “ეს არის იდეა, რომელიც შეიძლებოდა მხოლოდ ისეთ ადამიანს მოეფიქრებინა, რომელსაც ფეხბურთი ძვლებამდე სძულს. რომელსაც ფეხბურთი იმდენად ეზიზღება, რომ მისი დაჭრა და დანაწევრება უნდა.”

'აქ ძალიან ბევრ ფულზეა ლაპარაკი. ევროპის 12-მა გრანდმა საკუთარი ტურნირის შექმნა დააანონსა!'

La Gazzetta dello Sport (იტალია): “სუპერლიგა, რომელსაც იუვეს ბოსი ანდრეა ანიელი ითხოვს, მისი კლუბის ინტერესებს უფრო გამოადგება, ვიდრე იტალიის სერია A-ს საერთო ინტერესებს. ევროპის გრანდების პარალელური ტურნირი ფულს მხოლოდ ამ ტურნირის მონაწილეებს დაუტოვებს. სუპერლიგა ეწინააღმდეგება მცდელობებს, რომ იტალიის ჩემპიონატი ისევ მაღალი დონის იყოს და კიდევ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ახალ ჩემპიონთა ლიგას, რომლის რეფორმა 2024 წლიდან იგეგმება.”

Bild (გერმანია): “აქ ძალიან ბევრ ფულზეა ლაპარაკი. ევროპის 12-მა გრანდმა საკუთარი ტურნირის შექმნა დააანონსა. გერმანული და ფრანგული კლუბები მათ ჯერ არ უერთდებიან. სუპერლიგის დამფუძნებლები კი ფიქრობენ, რომ მათ სხვებიც შეუერთდებიან.”

🔗 მეტი ამ თემაზე

Marca (ესპანეთი): “ახალი ლიგის შექმნა ხდება ისეთ დროს, როცა მსოფლიო პანდემიამ ევროპული ფეხბურთის აქტუალური ეკონომიკური მოდელის არასტაბილურობა გამოიწვია. სუპერლიგის დამფუძნებელ გრანდებს წლების მანძილზე ჰქონდათ მიზანი, არსებული ევროტურნირების ხარისხი და ინტენსივობა გაეუმჯობესებინათ და შეექმნათ ტურნირი, რომელშიც საუკეთესო კლუბები და ფეხბურთელები ერთმანეთს უფრო ხშირად შეხვდებოდნენ.”

L'Équipe (საფრანგეთი): “პარი სენ-ჟერმენი ევროპის სუპერლიგის პროექტში არ მონაწილეობს და დილემის წინაშეა. პარიზული გრანდი სუპერლიგის დამფუძნებელთა შორის არ არის.”

Kronen Zeitung (ავსტრია): “ევროპული ფეხბურთის გრანდებისგან ეს უკვე ძალიან სერიოზული, რევოლუციური ნაბიჯია. 12 ტოპ-კლუბს უახლოეს მომავლისთვის სუპერლიგის დაწყება სურს.”

Blick (შვეიცარია): “ეს ევროპულ ფეხბურთში დიდ მიწისძვრას ნიშნავს! 12 გრანდს უნდა, რომ სუპერლიგა რაც შეიძლება მალე დაიწყოს.”

New York Times (აშშ): “სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბები ფიქრობენ, რომ მათი გეგმა განხორციელდება და წითელი ხაზი არ არსებობს. ეს გასაკვირი არ არის. არც ისაა გასაკვირი, რომ ისინი ფიქრობენ, შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. უკვე წლებია ასე იქცევიან და ისინი ჯერ ვერავინ შეაჩერა.”

ევროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს ღამით გახდა ცნობილი, რომელშიც არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. კიდევ 8 მონაწილე კლუბი მოგვიანებით დასახელდება. ვარაუდობენ, რომ ტურნირი 2021 წლის აგვისტოდან დაიწყება, უეფა კი ამ კლუბებს ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები