Thumbnail

პასუხი სუპერლიგაზე - უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა შეაჩეროს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ევროპის სუპერლიგის დაარსებამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. უეფა და ფიფა სათანადო რეაგირებისთვის ემზადებიან. სანქციების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილებები არ მიღებულა, თუმცა მედიაში უკვე გამოითქმის ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა იქნება ამ ორგანიზაციების პასუხი ურჩი კლუბებისადმი. 

ევროპული მედია წერს, რომ უეფა უახლოეს მომავალში აპირებს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის სეზონის გაგრძელება-არგაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში საკითხის განხილვას დღეს (ორშაბათს) აპირებენ.

2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გასული კლუბებიდან, სუპერლიგაში მონაწილეობა ჩელსიმ, რეალმა და მანჩესტერ სიტიმ გადაწყვიტეს. ევროპალიგის ნახევარფინალისტებიდან კი - მანჩესტერ იუნაიტედმა და ლონდონის არსენალმა. 

ჩემპიონთა ლიგის ოთხეულიდან სუპერლიგაში მხოლოდ პსჟ არ არის

ევროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს ღამით გახდა ცნობილი, რომელშიც არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. კიდევ 8 მონაწილე კლუბი მოგვიანებით დასახელდება. ვარაუდობენ, რომ ტურნირი 2021 წლის აგვისტოდან დაიწყება, უეფა კი ამ კლუბებს ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები