Thumbnail

'თამაშამდე არანაირი დაზიანება არ ჰქონია' - სლუცკი კვარაცხელიას ტრავმაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 20 წლის შემტევისთვის შესაძლოა, მიმდინარე სეზონი დასრულდა
  • რუბინის მთავარმა მწვრთნელმა პირველი კომენტარი გააკეთა

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ურალთან (1:0) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა. რუსი სპეციალისტისთვისაც ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია 20 წლის შემტევის დაზიანება.

"ხვიჩა გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მას თამაშამდე არანაირი დაზიანება არ ჰქონია. ვფიქრობ, რომ ბარძაყის არეში აქვს დაზიანება, რამდენად სერიოზული ტრავმაა, მას მერე გავიგებთ, რაც მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ჩაუტარდება“, - თქვა სლუცკიმ.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ ტრავმა ურალთან მატჩის 32-ე წუთზე მიიღო, ისე, რომ მეტოქე არ შეხებია. მან თამაში ვეღარ გააგრძელა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. რუსული მედიის ინფომაციით, შესაძლოა, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში, რომლის დასრულებამდე 1 თვეა დარჩენილი, ვერ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ რუბინის 20 წლის შემტევმა 23 შეხვედრაში თავი 4 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა (მითვლილია მოპოვებული პენალტებიც).

📺 ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები