Thumbnail

იგივე ლიდერებით და ახალი მიდგომით - ნორვიჩი პრემიერლიგაში დაბრუნდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფარკეს ახალი ნორვიჩი, შედარებით დაბალანსებული გუნდია
  • ფინელი ტეემუ პუკის გარდა, გუნდში სხვა ლიდერებიც გამოჩდნენ

ნორვიჩ სიტი პრემიერლიგაში დაწინაურდა. სამხრეთ ინგლისურმა გუნდმა, ეს მას შემდეგ შეძლო, რაც ბრენტფორდმა და სუონსიმ გასულ ტურში მატჩები ვერ მოიგეს, რაც იმას ნიშნავდა რომ ნორვიჩს საგზურის დაკარგვა უკვე თეორიულადაც კი აღარ შეეძლო.

დანიელ ფარკეს გუნდი პრემიერლიგიდან შარშან გავარდა. გუნდმა, საუკეთესო მოთამაშის, ფინალი ფორვარდის - ტეემუ პუკის შენარჩუნება შეძლო, რომელსაც წელს ყველა ტურნირში ერთად 25 გოლი აქვს გატანილი.

ნორვიჩის სეზონის სტარტი რთული გამოდგა - გუნდმა 4 თამაშიდან მხოლოდ 1 ქულა აიღო და ის მიდგომა, რომ ფარკემ შარშანდელი გავარდნილი გუნდის შემადგენლობა შეინარჩუნა, ბევრს აღარ მოსწონდა. თუმცა, მობილიზება შეძლეს და უკვე ნოემბრისთვის ცხრილის სათავეში მოექცნენ.

შარშანწინდელ გუნდს და დღევანდელ ნორვიჩს შორის, განსხვავება შეტევის და დაცვის შორის არსებული ბალანსია. ადრე ნორვიჩი მეტს უტევდა, მეტს იტანდა, მაგრამ ასეთმა სტილმა, შემდეგ პრემიერლიგაში მარცხი განიცადა.

პუკის გარდა, კარგი სეზონი ჩაატარეს არგენტინელმა გამთამაშებელმა - ემილიანო ბუენდიამ და მეკარემ, გამოცდილმა ჰოლანდიელმა - ტიმ კრულმა, რომელმაც კარი მშრალად 18-ჯერ შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები