Thumbnail
  • ანორთოსისი 0:2 ომონია
  • ქვილითაიას ტრავმა აქვს, ოქრიაშვილი შესვენებაზე შეცვალეს

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი შინ ომონიასთან 0:2 დამარცხდა და ტურნირს მე-4 პოზიციაზე დაასრულებს, რაც გუნდს ევროთასებზე თამაშის საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც ქეცბაიას გუნდისთვის გადამწყვეტი სათასო ბატალიებია. 

თასის ნახევარფინალში ქეცბაიას გუნდმა 1:0 მოიგო აპოელ-თან და ახლა საპასუხო მატჩს ელის. რაც შეეხება ომონიასთან თამაშს, ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი ქვილითაიას. სამი სხვა ქართველი სასტარტოში იყო, გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი (გააფრთხილეს) და თორნიკე ოქრიაშვილი (შესვენებაზე შეცვალეს).

სხვათა შორის, ქეცბაიას გუნდს საჩემპიონო ექვსეულში თამაში საერთოდ არ მოუგია. ჩემპიონატში ანორთოსისმა ბოლოს 20 თებერვალს გაიმარჯვა, მას მერე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3 ფრე, 4 წაგება). 

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ცხადია, მთავარი მატჩი ოთხშაბათს გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავი დავზოგეთ. უბრალოდ, რამდენიმე ფეხბურთელს მოვუფრთხილდით, მათ შორის ქვილითაიას, თუმცა ჯერ არ ვიცი, შეძლებს თუ არა გიორგი თასზე თამაშს. იმედი მაქვს".

21 აპრილს თემურ ქეცბაიას ანორთოსისი თასის საპასუხო ნახევარფინალში აპოელ-ს ესტუმრება, ხოლო 26 აპრილს ბოლო ტურში ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები