Thumbnail

ჯერ ფრანგი, მერე კანადელი - ბარსელონაში ბასილაშვილის მეტოქეები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონაში ითამაშებს
  • პირველ წრეში ნიკა ჟერემი შარდის შეხვდება

19-25 აპრილს ATP-ის ტურის 500-იანი სერიის ტურნირი, Barcelona Open Banc Sabadell გაიმართება, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) იასპარეზებს. ტურნირის საპრიზო ფონდი €1 565 480-ია.

პირველ წრეში 29 წლის ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 34 წლის ფრანგი ჟერემი შარდი (53) იქნება. მათ შორის გამარჯვებული მე-7 ნომრად განთესილ დენის შაპოვალოვს (13. კანადა) ეთამაშება. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა, რომელმაც 2021 წელს ATP-ის ერთი ტურნირი მოიგო (დოჰა), ბოლოს მან კალიარის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, შემდეგ კი ტრავმის გამო, პირველივე წრეში დანებდა კრაინოვიჩს მონტე-კარლოს მასტერსზე. ATP-ის ტურზე ბასილაშვილსა და შარდის შორის, 1:1-ია. ორივე მატჩი თიხნარზე გაიმართა, ბარსელონას ტურნირის საფარიც თიხნარზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები