Thumbnail

'ოქროს ბუცი' და გვარი ქართულად მაისურზე - მიქაუტაძის პირველი აღიარება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

20 წლის გიორგი მიქაუტაძემ პროფესიულ კარიერაში პირველი ინდივიდუალური პრიზი მოიპოვა - ლიერსთან მატჩის წინ ის კლუბის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შესაბამისი ჯილდო - "ოქროს ბუცი" მიიღო. მას ასევე გადაეცა სხვა საჩუქრები, მათ შორის, სერენის მაისურა, სადაც მისი გვარი ქართულ ენაზეც არის დაწერილი. 

ლიერსთან მან სეზონში მე-20 გოლი ვერ გაიტანა

თამაშს რაც შეეხება, გიორგის ერთი საგოლე შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და მატჩი 0:0 დასრულდა. 

სერენს მე-2 ადგილი და პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს. გუნდს 49 ქულა აქვს და ლომელს 9 ქულით უსწრებს. მიქაუტაძე 19-19 გოლით კვლავ პროქსიმუს ლიგის თანაბომბარდირია დანტე ვანზეირთან ერთად, რომელიც ტრავმირებულია და მეტს ვერ შემატებს თავის მონაგარს. ასე რომ, ლომელთან მატჩში (24 აპრილს) მას შეუძლია ერთპიროვნულად დაეუფლოს კიდევ ერთ ინდივიდუალურ პრიზს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ მეცი მიქაუტაძეს ზაფხულში დაიბრუნებს და მას ახალი სეზონიდან ლიგა 1-ში თამაშის შანსი მიეცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები