Thumbnail
  • ვოლფსბურგი 2:3 ბაიერნი
  • ჰანსი ფლიკმა მატჩის შემდეგ ბაიერნიდან წასვლა გამოაცხადა

ბუნდესლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად ვოლფსბურგი 5-გოლიან თრილერში დაამარცხა და ბუნდესლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე უახლოეს მდევარ ლაიპციგს 7 ქულით უსწრებს. მატჩის მერე ჰანსი ფლიკმა ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე ის "რეკორდმაისტერს" დატოვებს. 

18 წლის ჯამალ მუსიალამ ამ მატჩში დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც 6 გოლის გატანა შეძლო, მან მაქს მაიერის შედეგი (2013/14 წ) გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ჩუპო-მოტინგმა თავის ბოლო 10 მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა. 

ბაიერნი ძალიან ახლოს არის ზედიზედ მეცხრედ გახდეს ბუნდესლიგის ჩემპიონი. მატჩის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუში ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, სეზონის დასრულების შემდეგ ის ბაიერნს ტოვებს. 

56 წლის სპეციალისტი 2019 წლის ნოემბრიდან წვრთნის ბაიერნს. თავიდან ის მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი იყო, თუმცა პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოაგებინა. 

მედიის ცნობით, ფლიკს ჰასან სალიჰამიჯიჩთან დაეძაბა ურთიერთობა. ერთი კვირის წინ ფლიკმა ისიც განაცხადა, რომ შარშანდელი შემადგენლობა უფრო ძლიერი იყო. მეორე ვერსიით, ფლიკი გერმანიის ნაკრებში ინიშნება, იოახიმ ლიოვი ნაკრებს ევრო 2020-ის დასრულებისთანავე ტოვებს. 

📺 ვოლფსბურგი v ბაიერნი [მიმოხილვა]

ვოლფსბურგი 2:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 მუსიალა (15), 0:2 ჩუპო-მოტინგი (24), 1:2 ვეგჰორსტი (35), 1:3 მუსიალა (37), 2:3 ფილიპი (54)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ლ. ერნანდესი (90+6. კუასი), დევისი - კიმიხი, ალაბა - სანე (86. მარტინესი), მიულერი, მუსიალა (73. კომანი) - ჩუპო-მოტინგი 

კომენტარები

ბოლო ამბები