Thumbnail

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გორში გაიმართა, სადაც გორის დილამ დინამო ბათუმს უმასპინძლა და 2:1 სძლია. აჭარულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია და პირველი წრის ბოლო შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

გორის დილასთან გამართული შეხვედრა დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეაფასა. აჭარული გუნდის თავკაცმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე კარგი გუნდი იყო მარცხის მიზეზი მისი გუნდის ცუდი თამაში იყო: 

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)
"მარცხი, რა თქმა უნდა, დასანანი და გულდასაწყვეტია. აღვნიშნავ გორის დილას თამაშს. ეროვნულ ჩემპიონატში ფეხბურთის ხარისხით ერთ-ერთი კარგი და გამორჩეული გუნდი და რთული მოწინააღმდეგეა. თუმცა ჩვენ უკეთესად თამაში გვმართებს. დღეს მაინცდაიმაინც კარგად არ გამოვიყურებოდით და მიმაჩნია, რომ მარცხი უფრომ ჩვენი სუსტი თამაშის შედეგი უფროა, ვიდრე მოწინაღდეგის სიძლიერის."

პირველი წრის მერე ჩემმპიონატს დინამო თბილისი 22 ქულით ლიდერობს, გია გეგუჩაძს გუნდს 18 ქულა აქვს და გასული წლის ჩემპიონს უკვე 4 ქულით ჩამორჩება, 17 ქულით მესამე პოზიციაზე კი გორის დილაა.

📺 დილა v დინამო ბათუმი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები