Thumbnail

საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა, ბოლო მატჩში გორის დილამ დინამო ბათუმს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ეს გია გეგუჩაძის გუნდის პირველი მარცხია ჩემპიონატში. გორში მე-3 და მე-2 ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირება იყო, ამიტომაც მას დიდი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩს თურქი მსაჯების ბრიგადა ემსახურებოდა შიმშეკის მეთაურობით. 

23-ე წუთზე ბუღრიძემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, საჯარიმოში კი პაატა ღუდუშაურმა აზაროვს დაასწრო და ანგარიში გახსნა. მალევე ღუდუშაური-ბუღრიძის კომბინაცია გოლით დასრულდა, თუმცა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ბუღრიძე შეუჩერებელი იყო, მალე მისი დარტყმული კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია.

ბათუმის პასუხი ჩაბრაძის ჩაწოდება და ნიქაბაძის ეფექტური დარტყმა იყო, რომელიც გუგეშაშვილმა აიღო. ტაიმის მიწურულს დილას ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს და მსაჯმა მათ ორი ყვითელი ბარათი აჩვენა. მამუჩაშვილმა კვლავ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო, რომელიც გუგეშაშვილმა კუთხურზე მოიგერია. 

მარცხის მიუხედავად, გეგუჩაძის გუნდი მე-2 ადგილზე დარჩა

მეორე ტაიმი გიული მანჯგალაძის სახიფათო დარტყმით დაიწყო, რომელიც მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მე-60 წუთზე გუგეშაშვილმა მამუჩაშვილის კიდევ ერთი სახიფათო საჯარიმო მოიგერია. 

ამის შემდეგ მწვავე მომენტებმა იკლო, ხოლო უხეშობამ ორივე გუნდიდან იმატა. მატჩის მიწურულს ძალიან სახიფათო იყო გორელი კაპანაძის შორეული დარტყმა, რომელიც მიზანს ოდნავ აცდა. 

89-ე წუთზე გორის დილამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო შეასრულა - ჩიტეიშვილის ჩაწოდება დაუმუშავებლად კარში ნიკა გაგნიძემ გადაგზავნა - 2:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში მამუჩაშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა - 2:1, მატჩიც დასრულდა.

პირველი წრის მერე დინამო თბილისი 22 ქულით ლიდერობს, ჩემპიონს მდევარი, დინამო ბათუმი უკვე 4 ქულით ჩამორჩება, 17 ქულით მესამე პოზიციაზე გორის დილაა. 

📺 დილა v დინამო ბათუმი [მიმოხილვა]

დილა 2:1 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 ღუდუშაური (23), 2:0 გაგნიძე (89), 2:1 მამუჩაშვილი (96-პენალტი)

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი - სანტოსი (71. ჩიტეიშვილი), ეტოუ, ჭიჭინაძე, სილვა - გაგნიძე, ბიძინაშვილი (71. მოსიაშვილი), ნონდი - ღუდუშაური (59. კამარა), კაპანაძე, ბუღრიძე (66. წოწონავა)

დინამო ბაათუმი (4-4-2): კუპატაძე - ჩაბრაძე (70. ჩუკვურა), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ჯიღაური, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (79. გროცურეკი), მანჯგალაძე - ნიქაბაძე (55. მჭედლიძე), ფანცულაია (70. ზარია)

შუქურა 2:0 თელავი

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (77), 2:0 დე (82)

სამგურალი 2:1 ტორპედო ქუთაისი

გოლები: 0:1 მამასახლისი (17), 1:1 კუხიანიძე (38), 2:1 კირკიტაძე (76-პენალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები