Thumbnail

'გამიმართლა, რომ რეალის მწვრთნელი ვარ' - ზინედინ ზიდანის თავმდაბლობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის მწვრთნელი თავს საშინელ სპეციალისტად არ მიიჩნევს
  • 48 წლის ფრანგმა სპეციალისტმა არ იცის, რა იქნება მომავალში 

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ მას გაუმართლა, რომ ამ გუნდის მწვრთნელია, თუმცა აღნიშნა, რომ თავს საშინელ სპეციალისტად არ მიიჩნევს.

რეალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარუნებული 48 წლის ფრანგი სპეციალისტი წელს ამ კლუბში ლა ლიგის მესამედ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ მოგების კარგ შანსს ფლობს. რეალი ჩემპიონატში მხოლოდ ქულით ჩამორჩება ლიდერ ატლეტიკოს, ჩემპიონთა ლიგაში კი ½-ფინალშია გასული, სადაც მეტოქედ ჩელსი ჰყავს.

"მართალია, გამიმართლა, რომ რეალის მწვრთნელი ვარ, თუმცა არ მივიჩნევ თავს საშინელ სპეციალისტად. დიახ, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ მთავარია ჟინით, აზარტით იმუშაო. მთავარი ფეხბურთელები არიან. ჭორი ბევრია, მაგრამ მე ფეხბურთზე საუბარს ვამჯობინებ და არა ასეთ რაღაცებზე. 

რაც შეეხება კონტრაქტს, მიხარია, რომ კლუბს ისევ ფლორენტინო პერესი უხელმძღვანელებს, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. შეიძლება კონტრაქტი 4-5-წლიანი გქონდეს და მეორე დღეს წახვიდე. შესაძლოა პირიქით მოხდეს. ეს არაფერს ნიშნავს", - ამბობს ზიზუ ესპანურ მედიასთან. 

ზიდანს რეალთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს 2016-18 წლებში წვრთნიდა, მეორედ კი გუნდი 2019 წელს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა ჯამში 11 ტიტული, მათ შორის ორჯერ ლა ლიგა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები