Thumbnail
  • ლოკომოტივ-ყუბანი 103:94 ცსკა
  • თორნიკე შენგელია - 25 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი

VTB-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა ლოკომოტივ-ყუბანს ესტუმრა და 9 ქულით დამარცხდა, 94:103. პირველი ტაიმი ფრედ 53:53 დასრულდა, მაგრამ ყუბანმა მეორე ტაიმში მესამე და მეოთხე პერიოდები მოიგო და მატჩიც გამარჯვებით დაასრულა.

თორნიკემ 29:42 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას, 5 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. ქართველმა კალათბურთელმა 15-დან 11 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოსკოვურ კლუბს 23 მატჩში 16 მოგება და 7 მარცხი აქვს. ცსკა მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში ნიჟნი ნოვგოროდს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები