Thumbnail

შავდათუაშვილის მოულოდნელი მარცხი, ჭანტურიამ პირველივე წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარიამ ჭანტურიამ კიმ პოლინგთან პირველივე ბრძოლა დათმო
  • ლაშა შავდათუაშვილის მოულოდნელი მარცხი ვაძიმ შოკასთან

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის 2021 წლის ძიუდოს ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ორივე უმედლოდ დარჩა: მარიამ ჭანტურია (70კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ).

მარიამ ჭანტურიამ პირველივე ბრძოლა წააგო. ის ნიდერლანდელ კიმ პოლინგთან დამარცხდა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა მოლდოველ პეტრუ პელივანს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელარუს ვაძიმ შოკასთან დამატებით დროში სამი შიდოს მიღების გამო დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვედატ ალბაირაქი (ვანო რევაზაშვილი) თურქეთის ღირსებას იცავს და ანრი ეგუტიძე პორტუგალიის სახელით გამოდის. მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები