Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19-25 აპრილს ვარშავა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
  • პოლონეთის დედაქალაქში საქართველოს ღირსებას 10 მოჭიდავე დაიცავს

ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. კონტინეტნის პირველობა 19-25 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები

55 კგ - ნუგზარ წურწუმია
60 კგ - ირაკლი ძიმისტარიშვილი
63 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - ჯონი ხეცურიანი
72 კგ - შმაგი ბოლქვაძე
77 კგ - საჩინო დავითაია
82 კგ - აივენგო რიკაძე
87 კგ - თორნიკე ძამაშვილი
97 კგ - გიორგი მელია
130 კგ - იაკობ ქაჯაია.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ვლადიმერ გეგეშიძის ხელმძღვანელობით, სამწვრთნელო შტაბის წევრებთან: ბექა როყვასთან, შალვა გადაბაძესთან და შმაგი სალთხუციშვილთან ერთად, დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის. 

გუნდი პოლონეთში 21 აპრილს გაემგზავრება და 23-25 აპრილს იასპარეზებს. 23-24 აპრილს ასპარეზობა 55-63-77-87-130 კგ წონითი კატეგორიებში გაიმათება, 24-25 აპრილს - 60-67-72-82-97 კგ წონებში.

კომენტარები

ბოლო ამბები