Thumbnail

'უცნაური შეკითხვაა' - რონალდ კუმანი ბარსელონადან შესაძლო გაშვებაზე

  • რონალდ კუმანი მის მომავალთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა
  • კატალონიელთა მწვრთნელის თქმით, კლუბის პრიზიდენტმა მას ნდობა გამოუცხადა

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კატალონიურ კლუბში მის მომავალთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. ნიდერლანდელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, კონტრაქტით განსაზღრულ ვადამდე გათავისუფლებას ის არ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 29-ე ტურში ბარსელონამ რეალთან "კლასიკო" წააგო (1:2) და 19-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. 

"ცოტა უცნაურია, რომ ასეთ შეკითხვებზე მიწევს პასუხის გაცემა, რადგან ჩვენ 19-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა. წავაგეთ ერთი თამაში და უკვე ჩემს მომავალზე უნდა ვისაუბრო?

კონტრაქტით კიდევ ერთი წელიწადი მაქვს. ვიცი, რომ აქ დიდი წნეხის ფონზე უნდა ვიმუშაო და შემიძლია ამას გავუმკლავდე, მაგრამ ზოგჯერ ეს უცნაურია. 

ვიცი, რა მოხდება თუ მოვიგებთ ან წავაგებთ ატლეტიკოსთან. ვესაუბრე პრეზიდენტს და მან ნდობა გამომიცხადა", - აქვეყნებს კუმანის ნათქვამს ესპანური მედია. 

კუმანის პირველი ტიტული ბარსაში შესაძლოა კოპა დელ რეი გახდეს

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 30 ტურის შემდეგ, კატალონიურ გუნდს 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ლიდერი მადრიდის ატლეტიკოა (67), მეორეზე კი მადრიდის რეალია (66). 

17 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში, რონალდ კუმანის გუნდი ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები