Thumbnail

'ოდესმე იქნება მწყობრში?' - ბელგიური მედია გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ბელგიურ გუნდს ისევ ვერ ემხარება
  • გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მის ტრავმაზე ისაუბრა

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისა და გენტის ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს ისევ პრობლემები აქვს და ვერ თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელის მდგომარეობაზე ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგის მყესი აქვს გაწყვეტილი და გარკვეული დრო კიდევ გაუცდება.

"ოდესმე იქნება გიორგი ჩაკვეტაძე მწყობრში? ამ შეკითხვის დასმა დროთა განმავლობაში უკვე შეგვიძლია. ქართველი იშვიათადაა ფორმაში და მწვრთნელ ჰეინ ვანჰაზებრუკს კვლავაც ცუდი სიახლეები აქვს შემტევ ნახევარმცველთან დაკავშირებით”, - წერს voetbalnieuws.be, რომელიც ვარეგემთან თამაშის წინ სპეციალისტის კომენტარს აქვეყნებს.

"მოგეხსენებათ, კვირის დასაწყისში ფეხბურთელების გრძელი სია გვაქვს ხოლმე, მაგრამ უქმეების მოახლოებისას მოკლდება.  მუხლის მყესის გაწყვეტის გამო ჩაკვეტაძე გაცილებით დიდი დროით გამოგვაკლდა", - აცხადებს ვანჰაზებრუკი. 

გიორგი ჩაკვეტაძემ 2020/21 წლების სეზონში ჟუპილერ ლიგაში სულ 3 მატჩი ითამაშა, ერთიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია. გიორგის ოფიციალურ მატჩში 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და მონაწილეობას მხოლოდ ტესტმატჩებში იღებდა.

ჩაკვეტაძეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეს სეზონიც გაუცდა

გენტს ბელგიის ჩემპიონატში გასული 33 ტურის შემდეგ 46 ქულა აქვს და ევროზონაში მოხვედრისთვის იბრძვის. ამდენივე ქულა აქვს მის მთავარ კონკურენტ ვარეგემს, რომელთანაც შეხვედრა სტუმრად, 18 აპრილს უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები