Thumbnail

ტრანსფერები | მოლაპარაკება დაიწყო! ბარსელონა დანი ოლმოს ტრანსფერზე მუშაობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კატალონიურმა გრანდმა წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა
  • პორტალი Transfermarkt ოლმოს ღირებულებას 38 მილიონ ევროდ აფასებს

ესპანურ ბარსელონას შეტევის ხაზის გაძლიერება სურს და მუშაობა დაიწყო გერმანული ლაიპციგიდან დანი ოლმოს ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ესპანეთის ნაკრებს მაისურით საქართველოს გადამწყვეტი გოლი გაუტანა.


Sport.es-ს ცნობით, კატალონიური გრანდის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კოტაქტი ახალგაზრდა შემტევის აგენტებთან და გარკვეულწილად, ნიადაგი მოსინჯეს. ცნობილია, რომ პორტალი Transfermarkt ოლმოს ღირებულებას 38 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა, ლაიპციგს კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის თანახმადაც, მას წასვლა მხოლოდ 80 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.

მიმდინარე სეზონში დანის გერმანული კლუბის მაისურით 40 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 5 გოლი და 11 საგოლე პასია. ის 2015-2020 წლებში ზაგრების დინამოს ღირსებას იცავდა, ისე კი, სწორედ ბარსელონას აღზრდილია. მას ესპანეთის ნაკრებში 2019 წლიდან იწვევენ და როგორც აღვნიშნეთ, მარტის ბოლოს თბილისშიც გაიტანა, სულ კი, “ფურია როხას” მაისურით 3 გოლი მოუგროვდა. თებერვალში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რეალი მზად იყო ოლმოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაეხადა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები