Thumbnail

‘ფეხბურთის გამარჯვება რასიზმზე’ - არსენალის და რეინჯერსის ფანებმა ერთად იზეიმეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არსენალმა პრაღის სლავია 4:0 დაამარცხა და 1/2 ფინალშია
  • ლონდონელთა გამარჯვება რეინჯერსის ფანებმაც აღნიშნეს
  • მატჩს წინ ემოციური კადრები უძღოდა

არსენალსა და სლავიას შორის ევროპალიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩის წინ, ლონდონელმა ფეხბურთელებმა მოძრაობა Black Lives Matter-ის აქცია განახორციელეს - ინგლისური კლუბის ფეხბურთელები ალექსანდრ ლაკაზეტის ინიციატივით, ცალ მუხლზე დადგნენ. ჩეხური კლუბის ფეხბურთელებმა კი ეს არ გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ სლავიას ფეხბურთელები ასე მოიქცნენ ერთი კვირის წინ გამართულ პირველ შეხვედრაშიც, რომელიც ლონდონში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ამბავს წინ უძღოდა ჩეხური კლუბის ფეხბურთელის, ონდრჟეი კუდელას 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - უეფამ ეს უკანასკნელი იმის გამო დასაჯა, რომ რეინჯერსთან მატჩში გლაზგოელთა ფეხბურთელ გლენ კამარას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

გუშინდელი მატჩის შემდეგ არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა მას ჩამუხლვის უფლება სთხოვეს. კლუბმა და უეფამ მათ ამის ნება დართო. სლავიასთან მატჩში პირველმა ეს ლაკაზეტმა გააკეთა.

“ამ ინიციატივის შესახებ ფეხბურთელებმა მეც მითხრეს და კლუბსაც. მათ საამისოდ სწორი მიზეზები ჰქონდათ, რის გამოც კლუბმაც მხარი დაუჭირა და მეც. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო,” - განაცხადა არტეტამ.


არსენალმა სლავია 4:0 დაამარცხა და ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა. თამაშის შემდეგ, ლონდონური კლუბისა და გლაზგოს რეინჯერსის ფანები სოციალურ ქსელებში ამ გამარჯვებას ერთად ზეიმობდნენ.

@Socod01: “სლავიას მარცხი კაცობრიობის გამარჯვებაა!”

@Gunnersc0m: “ეს არა მარტო არსენალის, არამედ ზოგადად ფეხბურთის გამარჯვებაა. სლავიას გოლები სამმა ფერადკანიანმა ფეხბურთელმა გაუტანა, მათ აჩვენეს, რომ ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის.”

@CF3Loyal: “ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. მადლობა და ღამე მშვიდობისა.”

@AFCMo_: "ეს გლენისთვის იყო."

@afc__98: "Hahahahahaha სამართლიანობა რეინჯერსისთვის.”

@Ian661872: "მიკელ არტეტა, ყოფილი რეინჯერსელი ახლა არსენალშია. გლენ კამარა, ექს-არსენალელი ახლა რეინჯერსშია. კუდელა და სლავია ევროპალიგიდან გაძევებულია. ეს კარმაა!”

არსენალის ლეგენდამ და გლაზგოს სელტიკის ყოფილმა ფეხბურთელმა იან რაიტმა კი ტვიტერზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

კომენტარები

ბოლო ამბები