Thumbnail

'რამდენიმე დღე კლინიკაში გავატარე' - პიერ-ემერიკ ობამეიანგი მალარიით დაავადდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლონდონის არსენალის თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავის გუნდს ვერ ეხმარება და როგორც ირკვევა, ამის მიზეზი მალარიაა, რომლითაც 31 წლის ფეხბურთელი გაბონის ნაკრებში გამოძახებისას დაავადდა. 

"სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ გაბონის ნაკრებში გამოსვლისას მალარია შემეყარა. ამ კვირაში რამდენიმე დღე საავადმყოფოში გავატარე, მაგრამ ახლა ყოველდღე უკეთესად ვხდები. 

მადლობა ექიმებს, რომლებმაც ვირუსი სწრაფად გამოავლინეს და მკურნალობა დროულად დაიწყეს. ბოლო კვირებში თავს არცთუ კარგად ვგრძნბობდი, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები", - დაწერა ობამეიანგმა სოციალურ ქსელში.

მალარია ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს კოღოს (ანოფელესი) ნაკბენით გადაეცემა. დაავადება ხასიათდება ცხელებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. 

მიმდინარე სეზონში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა საკლუბო დონეზე 33 მატჩში ითამაშა, გაიტანა 14 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. 

ლონდონის არსენელმა ახლახან ევროპალიგის ¼-ფინალში პრაღის სლავიას აჯობა და ½-ფინალში გავიდა, სადაც ვილიარეალს დაუპირისპირდება. მიკელ არტეტას გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-9 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები