Thumbnail
  • მანჩესტერმა გრანადას ისევ მარტივად მოუგო, ვილიარეალიც მარტივად გავიდა
  • არსენალის ბრწყინვალე მოგება ჩეხეთში და რომას დიდი ბრძოლა ოლიმპიკოზე

ევროპალიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩებიდან დაძაბული მხოლოდ ერთი გამოდგა. რომამ აიაქსთან ფრედ 1:1 ითამაშა და პირველი თამაშის სტუმრად მოგების გამო მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სტუმრებმა ანგარიში ბრობის გოლით გახსნეს, თუმცა წონასწორობა ჯეკომ აღადგინა. აღსანიშნავია, რომ აიაქსმა ბრობის გოლის შემდეგ მეორედაც გაიტანა, თუმცა ტადიჩის გოლი მსაჯმა თამაშის წესის დარღვევის გამო გააუქმა.

რომა 1:1 (2:1) აიაქსი

გოლები: 0:1 ბრობი (49), 1:1 ჯეკო (72)

ლონდონის არსენალი ნახევარფინალშია - არტეტას გუნდმა ჩეხური სლავია 4:0 გაანადგურა. პირველი თამაში ლონდონში 1:1 დასრულდა და არსენალმა პრაღაში ყველა კითხვას უპასუხა. ლონდონელთა მეტოქე ნახევარფინალში ვილიარეალი იქნება, რომელმაც ''ლა სერამიკაზე''ზაგრების დინამოს 2:1 მოუგო.

სლავია 0:4 (1:1) არსენალი

გოლები: 0:1 პეპე (18), 0:2 ლაკაზეტი (პენ-21), 0:3 საკა (24), 0:4 ლაკაზეტი (77)

მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 (2:0) გრანადა

გოლები: 1:0 კავანი (6), 2:0 ვალეხო (ა.გ 90)

ვილიარეალი 2:1 (1:0) დინამო ზაგრები

გოლები: 1:0 ალკასერი (36), 2:0 მორენო (43), 2:1 ორშიჩი (74)

კომენტარები

ბოლო ამბები