Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ცნობილია
  • ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა

16-18 აპრილს ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს. მასში 45 ქვეყნის 370 ძიუდოისტი (218 ვაჟი +152 ქალი) მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე 14 ძიუდოისტით იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ტურნირს გელა ზაალიშვილი გამოაკლდა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ხოლო 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე არ იქნებიან. პორტუგალიის დედაქალაქში ტურნირის წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

- 60 კგ | თემურ ნოზაძე V მატან კოკოლაევი (ისრაელი)

- 66 კგ | ვაჟა მარგველაშვილი V ადრიან ნიეტო (ესპანეთი) - პიეტრ ჟუკოვი (რუმინეთი)

- 73 კგ | ლაშა შავდათუაშვილი V პეტრუ პელივანი (მოლდოვა) - ვიქტორ მროვჩინსკი (პოლონეთი)

- 90 კგ | ლაშა ბექაური V ალექსის მატიე (საფრანგეთი)

- 90 კგ | ბექა ღვინიაშვილი V კლენ კალიულაიდი (ესტონეთი)

- 100 კგ | ილია სულამანიძე V მიქაელ კორელი (ნიდერლანდები)
ვარლამ ლიპარტელიანი V მერტ სისმანლარი (თურქეთი)

+ 100 კგ | ლევან მატიაშვილი V ვიტო დრაგიჩი (სლოვენია) - ოლექსანდრ გორდიენკო (უკრაინა)

+ 100 კგ | გურამ თუშიშვილი V ვლადუტ სიმონესკუ (რუმინეთი) - ქემალ ერდოღანი (თურქეთი)

- 52 კგ | მარიამ ჯანაშვილი V იოანა დიოგო (პორტუგალია)

- 52 კგ | ტატიანა ლევიცკა-შუკვანი V იოანა რამოსი (პორტუგალია)

- 57 კგ | ეთერ ლიპარტელიანი V მარია სკორა (უკრაინა)

- 70 კგ | მარიამ ჭანტურია V კიმ პოლინგი (ნიდერლანდები)

+ 78 კგ | სოფიო სომხიშვილი V მარინა სლუცკაია (ბელარუსი)

კომენტარები

ბოლო ამბები