Thumbnail

15 მაისს კობი ბრაიანტს NBA-ის "დიდების დარბაზში" შეიყვანენ. ეს ცერემონიალი კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო. 2020 წლის დასაწყისში ტრაგიკულად დაღუპულ ლეგენდარულ კალათბურთელს "დიდების დარბაზში" არანაკლები ლეგენდა წარადგენს - მაიკლ ჯორდანი.

კობის გარდა 15 მაისს დიდების დარბაზში ტიმ დანკანსა და კევინ გარნეტსაც წარადგენენ. დანკანის წარდგენის პატივი მის ყოფილ გუნდელს დევიდ რობინსონს ექნება, ხოლო გარნეტს დეტროიტ პისტონსის ლეგენდა აიზეა ტომასი წარადგენს. ასევე "დიდების დარბაზში" შეიყვანენ პატრიკ ბაუმანს, ტამიკა კეზინგს, კიმ მალკის, ბარბარა სტივენსს, ედი სატონსა და რუდი ტამიანოვიჩს.

2020 წლის 26 იანვარს კობი ბრაიანტის ხსოვნის საღამოში, რომელიც "სტეპლს სენტერში" გაიმართა, მაიკლ ჯორდანმა განაცხადა: "როცა კობი ბრაიანტი გარდაიცვალა, მასთან ერთად ჩემი ნაწილიც მოკვდა". 

15 მაისის ცერემონიალი "მოჰეგან არენაზე" კონეკტიკუტში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები