Thumbnail

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო, რომელიც Sky Sports-თან თანამშრომლობს, საკუთარ ვებსაიტზე დინამო თბილისის 18 წლის ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეზე წერს.

ჯანლუკა დი მარციო: "ქართული ფეხბურთი დიდ წინსვლას განიცდის, უკვე ბევრი ახალგაზრდაა, რომელთაც საყოველთაო ყურადღება დაიმსახურეს. და ეს არ არის მეორეხარისხოვანი კლუბების დაინტერესება. იუვენტუსი, სიტი, ბარსელონა და სხვები იქ აკადემიებს აარსებენ. 
ლუკა გაგნიძეს უკვე აკვირდებიან იტალიური კლუბები, მათ სკაუტები საქართველოშიც გაგზავნეს. 
ვინ არის ლუკა გაგნიძე? ის ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც 2003 წელს დაიბადა. არცისე მაღალია (175 სმ), ფიზიკა მოსამატებელი აქვს. მაგრამ მას მოედნის კარგი ხედვა აქვს, რაც დინამო თბილისის შემადგენლობაში უკვე გამოავლინა. ის ჩემპიონი გუნდის ძირითად შემადგენლობაშია, ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა. 
იუვენტუსი მას ჯერ კიდევ შარშან აკვირდებოდა. არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ის იუვეს სკაუტების სიაშია. ის თავდაჯერებული ფეხბურთელია და იცის, რომ კარგი პოტენციალი აქვს, ისევე, როგორც ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს საქართველოში".

📺 დინამო თბილისი v დილა. გაგნიძის გოლი 

ჯანლუკა დი მარციოს ტვიტერზე 1.2 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ხოლო ფეისბუქზე - 800 ათასი გამომწერი. 

Classe 2003, il suo nome è nelle liste di diversi club di Serie A 👉 https://bit.ly/3aeffAf

Posted by Gianluca Di Marzio on ხუთშაბათი, 15 აპრილი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები