Thumbnail

Sony-მ Days Gone პერსონალური კომპიუტერისთვის დააანონსა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Days Gone აქამდე PlayStation-ის ექსკულზივი იყო 
  • პერსონალური კომპიუტერის მფლობელები თამაშის შეძენას 18 მაისიდან შეძლებენ

დღეს, Sony-მ პერსონალური კომპიუტერის მფლობელ გეიმერებს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა: თამაში Days Gone, რომელიც აქამდე, PlayStation-ის ექსკლუზივი იყო, 2021 წლის 18 მაისიდან, PC-ზეც ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: თამაშს 21:9 გაფართოების მონიტორის მხარდაჭერა და შეუძღუდავი ფრეიმრეითი ექნება. მისი თამაში როგორც მაუსის და კლავიატურის, ისევე კონტროლერის საშუალებით შეგეძლებათ.

Days Gone ასევე დაემატება ახალი ფუნქციები, გაუმჯობესდება გრაფიკა. თამაშს ექნება ‘რეალისტური ფოტო მოუდი.’ Sony-ის წარმომადგენლის განცხადებით, სულ ცოტა ხანში, კიდევ უფრო მეტ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. 

Days Gone საშინელებათა/საბრძოლო ჟანრის თამაშია. მისი ავტორია Bend Studio-ა. მოქმედება პოსტ-აპოკალიფტურ მომავალში ვითარდება, სადაც გლობალურმა პანდემიამ ცივილიზაცია გაანადგურა. თამაშის მთავარი გმირი, დიქონ სტ. ჯონი, აღმოაჩენს, რომ, შესაძლებელია, მისი ცოლი, სარა, ჯერაც ცოცხალი იყოს და მის პოვნას დაისახავს მიზნად. ამისათვის, ჯონი განადგურებულ ამერიკაში მოგზაურობს და გზად ის ებრძვის მტრულად განწყობილი ადამიანების ფრაქციებს, კანიბალებს და მონსტრებს რომლებსაც ‘ფრიქერებს’ უწოდებენ. თამაში მესამე პირის ხედვის კუთხისაა. მასში სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენება და სხვადასხვა ტაქტიკით ბრძოლა შეგიძლიათ. 

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ თამაშს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მის დადებით მხარეებში შეგვიძლია დავასახელოთ კარგად განვითარებული ღია სამყარო, დახვეწილი გეიმფლეი და მსახიობი სემ უითვერის მიერ მთავარი გმირის როლის მშვენიერი შესრულება. რაც შეეხება სიუჟეტსა და პერსონაჟთა განვითარებას, ამ მხრივ თამაში ცოტა მოიკოჭლებს. თავის დროზე, Day Gone-ს რამდენიმე ტექნიკური ხარვეზიც ჰქონდა, თუმცა, ისინი, ამჟამად უკვე გამოსწორებულია.

როგორც ჩანს, PlayStation-ის ექსკლუზივების პერსონალურ კომპიუტერზე პორტირება, სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, Sony-მ მათი კიდევ ერთი პოპულარული ფრენჩაიზი Horizon-ის პირველი ნაწილი, Horizon Zero Dawn შესთავაზა PC გეიმერებს.

Days Gone-ს წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Steam-ისა და Epic Games Store-ის საშუალებით. მისი ფასი 50 დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები