Thumbnail

35 მილიონი ევრო სეზონში! ჰაალანდი რონალდოზე მაღალ ხელფასს ითხოვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ერლიგ ჰაალანდი ზაფხულში დორტმუნდიდან წასვლას გეგმავს
  • 20 წლის ფორვარდის შეძენა თითქმის ყველა გრანდს სურს

დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მთავარი ფიგურა იქნება. ნორვეგიელი ფეხბურთელის გერმანული კლუბიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია - მითუმეტეს, თუ დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, რისი შანსიც დიდია.

ჰაალანდით ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და განსაკუთრებით აქტიურად, პრემიერლიგის კლუბებთან ერთად, მის მომავალს ბარსელონასა და რეალს უკავშირებენ. ბოლოს გავრცელებული ცნობით, ჰაალანდმა მსურველ გუნდებს მოთხოვნა წაუყენა - მას სეზონში ხელფასის სახით 35 მილიონი ევრო სურს! ეს უფრო მეტია, ვიდრე კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ბრიტანული გამოცემა 'მირორი' კიდევ უფრო გამაოგნებელ ცნობას ავრცელებდა და წერდა, რომ მინო რაიოლა ჰაალანდისთვის კვირაში 1 მილიონ ევროს ითხოვდა.

20 წლის ნორვეგიელს მსურველი კლუბების რიგი უდგას

შეგახსენებთ, რომ ახლახან რაიოლა ჯერ ბარსელონას და შემდეგ მადრიდის რეალის წარმომადგენლებს შეხვდა. ჰაალანდი დორტმუნდში 2020 წლის დასაწყისში ავსტრიული ზალცბურგიდან გადავიდა და 164 მატჩში 118 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 35 თამაშში თავი 33-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები