Thumbnail
  • ჰარი კეინმა, შესაძლოა, ზაფხულში ტოტენჰემი დატოვოს
  • ალან შირერის თქმით, კეინი კარიერის პიკს უახლოვდება

თუ ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ჰარი კეინმა გუნდი დატოვოს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების გოლეადორის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, 27 წლის ფეხბურთელს ტიტულების მოგება სურს. "დეზებმა" ბოლო ტიტული 2008 წელს მოიგეს - ლიგის თასი. კეინის გამოჩენის შემდეგ, კლუბი ყველაზე ახლოს ოქროს მედლებთან 2019 წელს იყო. მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობით ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა "დეზებმა" ლივერპულთან წააგეს და ისევ უტიტულოდ დარჩნენ.

კეინის გარშემო შექმნილ სიტუაციას ლეგენდარული ინგლისელი ბომბარდირი ალან შირერი გამოეხმაურა. მისი თქმით, კეინი კარიერის პიკს უახლოვდება და მან ტოტენჰემი ახლა უნდა დატოვოს და თუ ასე არ მოიქცევა მაშინ იგი ამ გუნდში კარიერის ბოლომდე უნდა დარჩეს.

"ჰარის ძალიან დიდ პატივს ვცემ. თუ წასვლას აპირებს, ან ამ ზაფხულს უნდა წავიდეს, ან აღარასდროს. ჰარი სამ თვეში 28 წლის გახდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ გადამწყვეტ მომენტს ვუახლოვდებით", - განაცხადა შირერმა.   

ჰარი კეინმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 19 გატანილი გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები