Thumbnail

'ტრანსლაციის რეჟისორს შეურაცხყოფა მიაყენა' - გაფრთხილება ქეცბაიას

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა კიდევ ერთხელ განიხილა ფამაგუსტას ანორთოსისის ქართველი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას საკითხი და მას ამჯერად მკაცრი გაფრთხილება გამოუტანა.

საუბარია ჯერ კიდევ 5 აპრილს ჩატარებულ მატჩზე, რომელიც ანორთოსისმა ლარნაკას აეკ-თან სტუმრად 1:2 წააგო, ქართველი მწვრთნელმა კი ჩვეული სიფიცხე გამოიჩინა. როგორც კომიტეტის დასკვნაშია ნათქვამი, მან არასპორტული საქციელი ჩაიდინა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა ანორთოსისის ერთ-ერთ ფეხბურთელს და რაც ყველაზე უცნაურია, ტელეკომპანია რეჟისორს, რომელიც მატჩის ტრანსლირებას ხელმძღვანელობდა.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ქეცბაია ფულად ჯარიმას გადაურჩა, თუმცა, გაფრთხილება მიეცა, რომ მსგავსი ფაქტის განმერეობის შემთხვევაში, სასჯელი უფრო მკაცრი იქნება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი არასპორტული ქმედებებისთვის, ანორთოსისის ქართველი მწვრთნელი კვიპროსული ლიგის ხელმძღვანელობისგან არაერთხელ არის დაჯარიმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები