Thumbnail

როტორიდან კვერკველიას გაშვება არ სურთ, ჯერ მთავარი ელიტაში დარჩენაა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • როტორის მწვრთნელმა კვერკველიაზე ისაუბრა
  • 29 წლის ქართველი მცველის მომავალი გაურკვეველია

ვოლგოგრადის როტორში საბა კვერკველიას შენარჩუნება სურთ. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა იური ბატურენკომ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, რადგან ამ ეტაპზე კლუბის მთავარი საფიქრალი პრემიერლიგაში დარჩენაა.

"ვეცდები, კვერკველია როტორში შევინარჩუნო, მაგრამ ჯერ არაფერი თქმულა. ჩვენ ჯერ პრემეირლიგაში უნდა დავრჩეთ, შემდეგ კი ვიმუშავებთ. ჩვენს მენეჯმენტს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი გაიზარდოს", - თქვა ბატურენკომ.

შეგახსენებთ, რომ საბა კვერკველია როტორში მოსკოვის ლოკომოტივიდან იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 14 თამაში ჩაატარა, გოლი კი არ გაუტანია.

ბატურენკო კვერკველიას მოსკოვის ლოკოტმოვიდან კარგად იცნობს

როტორი 25 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-14 ადგილზეა, პლეი აუტის ზონაში და ლიგაში დასარჩენად იბრძვის. ვოლგოგრადულ გუნდს საუკეთესო შემთხვევაში, სავარაუდოდ, სწორედ პლეი აუტში მოუწევს ბრძოლა, რადგან სამშვიდობო ზონასთან ჩამორჩენა დიდია (12 ქულა). ბატურენკოს გუნდი 17 აპრილს, მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები