Thumbnail

მადრიდის რეალმა ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის საპასუხო შეხვედრა უგოლოდ დაასრულა და პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის (3:1) წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავიდა. ზინედინ ზიდანის გუნდი ტურნირის ½-ფინალში ლონდონის ჩელსის შეხვდება.

"ენფილდზე" გამართული შეხვედრის შემდეგ მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. 

ზინედინ ზიდანი (რეალის მთავარი მწვრთნელი): "კარგად გვესმოდა, რომ მოთმინება გვმართებდა, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც გვსურდა. ვფიქრობ, სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედეთ. ჩვენ შევბოჭეთ ლივერპულური გრიგალი და შეგვიძლია ჩვენი გამოსვლით ვიამაყოთ. ვიცოდით, რომ მეტოქე თავიდანვე შეგვიტევდა. პირველი 15 წუთი ის მართლაც კარგი იყო, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ზოგჯერ დაცვაში ჩაჯდომაც გიწევს. ჩვენს ეს გავაკეთეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით”.
 
იურგენ კლოპი (ლივერპულის მთავარი მწვრთნელი): "მადრიდში გაშვებული მესამე გოლი ჩვენთვის დიდი იმედგაცრუება იყო. დღეს პირველ 15 წუთში გატანა რომ მოგვეხერხებინა, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად მომხდარიყო. ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდებოდა. კარგად დავიწყეთ და მაშინვე არაერთი მომენტი შევქმენით. მეორე ტაიმში რეალი სიტუაციას ცოტა უფრო მეტად აკონტროლებდა. ჩემპიონთა ლიგაში მომავალ სეზონშიც აუცილებლად უნდა მოვხვდეთ. ჩვენ ლივერპული ვართ, ჩვენ გვიყვარს ეს ტურნირი. ის ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია".

კაზემირო ლივერპული-რეალის მატჩის საუკეთეო მოთამაშედ დასახელდა

კაზემირო (რეალის ნახევარმცველი): "ვიცოდით, რომ პირველი მატჩი შემდეგ უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ აქ მაინც გამარჯვებისთვის ჩამოვედით. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. ლივერპულს დიდებული გუნდი და მწრთნელი ჰყავს, მაგრამ ჩვენ არ მოვდუნდით და ბევრი ვიმუშავეთ. ლივერპულთან ყოველთვის ძნელია, მაგრამ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი გაიღო".

ჯეიმს მილნერი (ლივერპულის ნახევარმცველი): "კარგად ვითამაშეთ, გამოვავლინეთ ხასიათი და მოგების სურვილი, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ და განსხვავება ესაა. დადებითი იყო ის, რომ ბევრი სახიფათო ეპიზოდი შევქმენით. ლივერპული აშკარად უკეთესი გუნდი იყო და საკმარისი გავაკეთეთ, რათა მოგვეგო".

📺 ლივერპული V რეალი [მიმოხილვა]

 

კომენტარები

ბოლო ამბები