Thumbnail

'სიტი ამ ისტორიას ახლა წერს' - გვარდიოლა გამარჯვების შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მანჩესტერ სიტიმ საპასუხო მეოთხედფინალური მატჩიც 2:1 მოუგო დორტმუნდის ბორუსიას (ამჯერად, სტუმრად) და ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.

17 წლის ინგლისელი ჯუდ ბელინგემის გოლს პირველ ტაიმში, მეორეში სიტიმ რიად მაჰრეზის პენალტით და 20 წლის ფილიპ ფოდენის გამარჯვების გოლით უპასუხა.

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "საოცარი შეგრძნებაა. ეს მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ ლიგის ნახევარფინალში გავედით. ასე რომ, ჩვენი კლუბისთვის ეს ახალი ხილია. ჩვენ მწირი ისტორია გვაქვს აქ, მაგრამ ახლა დავიწყებთ მის შენებას. 
ძალიან გახარებულები ვართ ნახევარფინალში გასვლით - ესე იგი ჩვენ ევროპის 4 საუკეთესო კლუბს შორის ვართ. პირველი ტაიმის საწყისი 15 წუთის გარდა, ჩვენ ბრწყინვალედ ვითამაშეთ. ვაჩცენეთ ჩვენი ხასიათი, ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და მიზანსაც მივაღწიეთ". 

დორტმუნდი v მანჩესტერ სიტი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები