Thumbnail
  • ცსკა 93:86 პანათინაიკოსი
  • თორნიკე შენგელია - 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ცსკა-მ მოსკოვში ბერძნული პანათინაიკოსი დაამარცხა - 93:86. თვალის დაზიანების გამო თორნიკე შენგელიამ ორი თამაში გამოტოვა, თუმცა პანათინაიკოსთან სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.

შენგელიამ 27:29 წუთში გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა. მის ანგარიშზეა 1 ჩაჭრაც და 3 დაკარგვა. 19 ქულა ჩააგდო ლინდბერგმა, 18 კლაიბერნმა, 15 - ფოიტმანმა. 

ცსკა-ს 34 მატჩში 24 გამარჯვება აქვს და მე-2 პოზიციაზეა, შენგელიას გუნდი მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება, რომელსაც ამდენივე გამარჯვება აქვს მოპოვებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები