Thumbnail
  • კიშვარდა 0:1 უიპეშტი
  • გიორგი ბერიძემ ამ სეზონში 15 გოლი გაიტანა

უნგრეთის თასის ნახევარფინალში გიორგი ბერიძის უიპეშტმა სტუმრად 1:0 დაამარცხა კიშვარდა და თასის ფინალშია. გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. 

23 წლის ქართველმა ლეგიონერმა 54-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელიც მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა. მან შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების წევრს ამ სეზონში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი! 9 უნგრეთის ჩემპიონატში და 6 უნგრეთის თასზე. ჯამში მის ანგარიშზეა 3 საგოლე პასიც. 

უნგრელმა ფანებმა ბერიძის ეს გოლი 1999 წელს რაიან გიგზის მიერ არსენალის კარში გატანილ სუპერგოლს შეადარეს. 

თასის ფინალში უიპეშტი ბუდაპეშტის მტკ-სა და ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარს შორის გამარჯვებულს ეთამაშება. ეს ნახევარფინალური წყვილი 15 აპრილს თამაშობს. ასე რომ, არის შანსი ფინალში გიორგისა და ბუდუს დაპირისპირებაც ვიხილოთ. ფინალი 3 მაისს გაიმართება. 

სხვათა შორის, უიპეშტი უნგრეთში ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდია, ის უნგრეთის 20 გზის ჩემპიონი და 10-გზის თასის მფლობელია. 60-70-იან წლებში წარმატებული იყო ევროთასებზეც (1974 წელს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა). 

📺 გიორგი ბერიძის გოლი კიშვარდას კარში

კომენტარები

ბოლო ამბები