Thumbnail

ცვლილება წესებში - უეფა სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობას ნაწილობრივ აუქმებს

  • უეფა მომავალი სეზონიდან ფეხბურთის წესებში ცვლილების განხორციელებას გეგმავს
  • უეფა საკითხის გადაწყვეტას საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაზე ხმისმიცემით აპირებს  

უეფა მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე ფეხბურთის წესებში ცვლილების განხორციელებას აპირებს, რომელიც სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობას შეეხება. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

შეგახსენებთ, რომ არსებული რეგლამენტით, ორრაუნდიან დაპირისპირებაში თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, შემდეგ რაუნდში გადის გუნდი, რომელსაც მეტოქის მოედანზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ახალი წესით კი, ასეთ დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ ორივე მატჩის ძირითად დროში სტუმრად გატანილი გოლი. თუკი გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდება საჭირო, სტუმარი გუნდი 90 წუთის შემდეგ გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობას აღარ მიიღებს.

როგორც ირკვევა, ამ წინადადებას მხარს უჭერენ ევროპის წამყვანი კლუბები. წესებში ცვლილების შესატანად ხმისმიცემა 16 აპრილს, უეფას საშეჯიბრო კომიმტეტის სხდომაზე გაიმართება. ამავდროულად, გასვლით მატჩში გოლის უპირატესობის წესის სრულებით გაუქმების წინადადება თავიდანვე უარყოფილი იყო. 

წესი, რომელიც გუნდს სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობას აძლევს, 1965/66 წლების სეზონიდან მოქმედებს.

კომენტარები

ბოლო ამბები