Thumbnail
  • მარკ ოვერმარსის კომენტარი სავარაუდო ტრანსფერზე
  • ვინ ლობირებს კვარაცხელიას ტრანსფერს აიაქსში

Евро-Футбол.Ру-ს ინფორმაციით, ამსტერდამის აიაქსის ხელმძღვანელობამ უარყო ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერი ნიდერლანდურ გრანდში.

შეგახსენებთ, რომ დღეს Спорт-Экспресс-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში აიაქსის სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება

Евро-Футбол.Ру მარკ ოვერმარსს დაუკავშირდა: "არა, ეს ინფორმაცია მართალი არ არის. აიაქსი კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის. რუბინთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ", - განუცხადა ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტ სერგეი რუმიანცევს ოვერმარსმა. 

20 წლის ქართველი ფეხბურთელის ფასი Transfermarkt-ზე 15 მილიონი ევროა, რუსული გამოცემების მიხედვით, ყაზანის რუბინი მზად არის ის 20 მილიონ ევროდ გაყიდოს. მას რუბინთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი. 

Спорт-Экспресс მაინც აგრძელევს აიაქსის ვერსიის განვითარებას, პრესტიჟული სპორტული გაზეთი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიას ტრანსფერს აიაქსში შოთა არველაძე ლობირებს, ხოლო მილანში - კახა კალაძე. 

გამოცემა ამტკიცებს, რომ რუბინს აიაქსის ვარიანტი უფრო აწყობს, რადგან ხელშეკრულებაში ქართველი ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან წილს მოითხოვს, რაც მილანის შემთხვევაში არ გამოუვა. ასე ყაზანურმა კლუბმა შეიძელება, დამატებით 8-10 მილიონი ევრო მოიგოს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-ლიგაში ხვიჩა კვარაცხელია რუბინის ლიდერად ჩამოყალიბდა, მის ანგარიშზე ამ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით). 

კომენტარები

ბოლო ამბები