Thumbnail

პორიე V მაკგრეგორი - მესამე შეხვედრა ზაფხულში მაინც შედგება

  • UFC-მა დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის რიგით მესამე ბრძოლა დააანონსა
  • ამერიკელი და ირლანდიელი მებრძოლების დაპირისპირება ჩაშლასთან ახლოს იყო

UFC-მა ამერიკელ დასტინ პორიესა და ირლანდიელ კონორ მაკგრეგორის რიგით მესამე შეხვედრის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ეს ორთაბრძოლა ტურნირის UFC264-ის ქარდის სათავეში იქნება, რომელიც ლას ვეგასში 11 ივლისს (თბილისის დროით) გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა, რომელსაც MMA-ს მოყვარულები განსაკუთრებით მოელიან, ჩაშლასთან ახლოს იყო. მანამდე მაკგრეგორმა პორიესთან ბრძოლის გაუქმების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დასტინმა დაწერა, რომ კონორმა მის საქველმოქმედო ფონდში დაპირებული 500 ათასი დოლარი არ გადარიცხა

როგორც ირკვევა, ამერიკელისა და ირლანდიელის შეხვედრა ამ ზაფხულს ოქტაგონზე მაინც შედგება. UFC-ის პრეზიდენტიმა დანა უაითმაც გამოაცხადა, რომ ბრძოლაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე ამ კვირიდან დაიწყება. 

დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორს ერთმანეთის წინააღმდეგ ორი ბრძოლა უკვე აქვთ ჩატარებული. 2014 წლის სექტემბერში მაკგრეგორმა პორიე პირველსავე რაუნდში დაანოკაუტა. რევანში 2021 წლის იანვარში შედგა და ამერიკელმა მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. 

მსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი დასტინ პორიე (33 ბრძოლა MMA-ში, 27 მოგება, 6 მარცხი) თავის დივიზიონში პირველ ადგილს იკავებს, მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონაში პრომოუშენის ყოფილი ჩემპიონი კონორი კი (27 ბრძოლა MMA-ში, 22 მოგება, 5 მარცხი) მეექვსეა. ოქტაგონიდან ხაბიბ ნურმაგომედოვის წასვლის შემდეგ, აქ საჩემპიონო ქამარი ვაკანტურია.

კომენტარები

ბოლო ამბები