Thumbnail

დიდი 10 შეზღუდულ ვადებში ჩატარდება – მიზეზი სანაკრებო მატჩებია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის გამარჯვებული 30 მაისს გამოვლინდება
  • ზაფხულში 'ბორჯღალოსნებს' მნიშვნელოვანი ტესტები ელით

სარაგბო დიდი 10-ს მიმდინარე სეზონი შეზღუდულ ვადებში ჩატარდება, რისი მიზეზიც საქართველოს ეროვნული ნაკრების საზაფხულო მატჩებია. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ირკვევა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ზედა ექვსეულის გუნდები პლეი ოფის პირველ ეტაპს 15-16 მაისს გამართავენ, ერთი კვირის თავზე ნახევარფინალებია ჩანიშნული, ქვეყნის ჩემპიონი კი 30 მაისს გამოვლინდება.

შიდა რაგბი | დიდი 10 • Didi 10-ის II ეტაპისა და პლეიოფების განრიგი ცნობილია. დიდი ფინალი 30 მაისს გაიმართება 🏉 გაიგე მეტი აქ: https://bit.ly/3siXfLt

Posted by Georgian Rugby on Wednesday, April 14, 2021


კალენდრის შედგენისას საშეჯიბრო კომიტეტმა ზაფხულის საერთაშორისო ფანჯრის განრიგით იხელმძღვანელა. კომიტეტის ხელმძღვანელის ნიაზ მამრიკიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ამ გრაფიკში კორექტივები კოვიდ-პანდემიამ შეიტანოს.

შეგახსენებთ, “ბორჯღალოსნებმა” 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, ივნისის ბოლოს, ბელგიის ან ნიდერლანდების ნაკრებს უნდა უმასპინძლონ. თავის მხრივ, ზაფხულის სანაკრებო მატჩების განრიგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ქართველმა მორაგბეებმა ივლისის ბოლოს შოტლანდიასთან უნდა ითამაშონ, 7 აგვისტოს კი არგენტინასთან საგარეო შეხვედრა ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები