Thumbnail
  • ქართველი და კაბო ვერდელი ცენტრების პაექრობას ინტერესით ბევრი ელოდა
  • რეალისა და ტენერიფეს მატჩში, ორივე მათგანმა 15 ქულა ჩააგდო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სპეციალური ვიდეო მიუძღვნა გიორგი შერმადინისა და ედი ტავარეშის დაპირისპირებას და მას “ტიტანების დუელი” უწოდა. შეგახსენებთ, რომ შერმადინის ლენოვო ტენერიფე ტავარესის რეალ მადრიდს გუშინ ესტუმრა და 76:84 წააგო, ხსენებული კალათბურთელები კი სტატისტიკურ ლიდერთა შორის იყვნენ.

შერმადინმა მოედანზე 21:06 წუთი გაატარა და 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ. კაბო ვერდელი ტავარეშის მაჩვენებლები ასეთი იყო: 27:10 წუთი, 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 4 დაფარება.

ქართველ და კაბო ვერდელ ცენტრებს დიდი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული

ცნობისთვის, სეზონის განმავლობაში შერმადინის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი ზუსტად 23.0 გახლავთ და ეს მთელს ლიგა ენდესაში პირველი მაჩვენებელია, ტავარეში (19.3) კი მე-3 ადგილზე იმყოფება. მოსალოდნელია, რომ რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის (MVP) გამოვლენისას გიორგი და ედი ფავორიტთა შორის იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ლენოვო ტენერიფეს 23 მოგება და 6 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 18 აპრილს, შინ, შერმადინის ყოფილ კლუბ უნიკახა მალაგასთან ჩაატარებს. ტენერიფელებს უმთავრესი მიზანი, რაც პლეი ოფში გასვლა გახლდათ, უკვე შესრულებული აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები