Thumbnail

საუკეთესო თებერვალსა და მარტში - ვალანსიენმა ჯაბა კანკავა დააჯილდოვა

  • ვალანსიენის ფანებმა ჯაბა თვის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ ორჯერ დაასახელეს 
  • 35 წლის ქართველ ნახევარმცველს ინდივიდუალური ჯილდოები პირადად გადასცეს  

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ვალანსიენის ფანებმა გამოარჩიეს. 35 წლის ნახევარმცველი, რომელიც ფრანგული ლიგა 2-ის კლუბს ზამთარში შეუერთდა, თებერვალსა და მარტში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჯაბასთვის ინდივიდუალური ჯილდოების გადაცემის შესახებ ფოტოს და ინფორმაციას ვალანსიენის ტვიტერი ავრცელებს.

ჯაბა კანკავა საფრანგეთში, ყაზახეთში გატარებული სამი წლის შემდეგ დაბრუნდა და უმალ გახდა ვალანსიენის საკვანძო მოთამაშე. ჯაბამ კლუბის მაისურით ლიგა 2-ის 10 მატჩში ითამაშა, კიდევ 2 შეხვედრა კი საფრანგეთის თასზე ჩაატარა და ერთის გარდა, ყველა შეუცვლელად. ქართველ ფეხბურთელს ვალანსიენთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ჯაბა კანკავა ფრანგულ გუნდში გამორჩეულია

ვალანსიენს 32 ტურის შემდეგ 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 17 აპრილს, გენგამს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები